პროექტის სახელწოდება:
|
სხვა კუთხით დანახული გალაქტიონი
|
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით
|
გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიული ცნობების ,მისი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფრაგმენტების მოძიება.ექსკურსია პოეტის სახლ-მუზეუმში.
|
პროექტის აქტუალობა:
|
მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ პოეზიის მეფის პირად ცხოვრებასა და შინაგან სამყაროს.
|
პროექტის მიზნები:
|
უკეთ გაეცნონ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას,განივითარონ ჯგუფური მუშაობის,კომუნიკაციისა და სხვისი აზრის მოსმენა-გათვალისწინების უნარ-ჩვევები.
|
მონაწილეთა ასაკი:
|
17-18 წელი
|
ვადები/ხანგრძლივობა:
|
ერთი თვე
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
|
მოსწავლეები გამოავლენენ დიდ ინტერესს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისა და,ზოგადად,ლიტერატურისადმი. გამოუშვებენ კედლის გაზეთს,დაამზადებენ ფოტოალბომს..
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
|
ტრანსპორტი,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,
პროექტორი,ფლიფჩარტი,მშობელი,საკვები,პირველადი დახმარების ჩანთა.
|
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
|
მოსწავლეებისათვის პროექტის თემისა და იდეის გაცნობა.გეგმის შედგენა და დავალებების გადანაწილება.მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს მიეცემა ინდივიდუალური დავალება.მაგ:
პირველ ჯგუფს დაევალება მოიძიონ მასალები გ.ტაბიძის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწალების პერიოდზე,ხოლო მეორე ჯგუფს,გაეცნონ ოლია ოკუჯავას და პოეტის ურთიერთობას,მათ პირად მიმოწერას.მესამე ჯგუფს დავავალებ შეაგროვონ გალაკტიონის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კარიკატურები და ფოტოები გადაუღონ მათ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოინახულებენ პოეტის სახლ-მუზეუმს სოფ.ჭყვიშში ,გადაიღებენ ფოტოსურათებს.ექსკურსიის შემდეგ მოს-
წავლეები დაახარისხებენ მოპოვებულ მასალებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.გამოუშვებენ კედლის გაზეთს,დაამზადებენ ფოტოალბომს.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
|
განუვითარებს მოსწავლეებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს:წერას,კითხვას,მოსმენას,საუბარს.
ეფექტურად გამოიყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებსა და პრიგრამებს სასურველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
|
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
|
ნინო ტალაბაძე
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
ninotalabadze61@ gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
|
ninotalabadze61blogspot.com
|
No comments:
Post a Comment