საორგანიზაციო საკითხები-2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა-13 წთ.
აქტივობა I-მასწავლებელი იყენებს გონებრივ იერიშს წინარე ცოდნის აღსადგენად და სვამს კითხვებს:როგორ აღმოჩნდა პლატონი შაფათაძის ქორწილში და რით დასრულდა მისი ეს სტუმრობა? რატომ გაუხდა პლატონს ქორწილში მისვლა სანანებელი? რომელ ამბავს იხსენებს კირილე სახარებიდან პლატონის შემოსარიგებლად? ვისგან შეიტყო სალობერიძის ოჯახში პლატონმა ორნაქმარევი,უშვილო დედაკაცის შესახებ?....მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
B ფაზა 25წთ-მასწავლებელი მიმართავს მინი ლექციას და აცნობს მოსწავლეებს ნაწარმოების დანარჩენ თავებს,პროექტორის საშუალებით აჩვენებს მათ ნაწყვეტს ფილმიდან”სამანიშვილის დედინაცვალი”.
აქტივობა მეორე-მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს ორ ჯგუფად და ურიგებს მათ ბარათებს,რომლებზედაც დიალექტიზმებისა და ეპითეტის ნიმუშებია ამოწერილი და თხოვს მათ ამოწერონ მხატვრელი ხერხების ნიმუშები მოცემული ნაწყვეტიდან.
მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა მესამე-საშინაო დავალების მიცემა. 5წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ესეს”დავით კლდიაშვილის იმერეთი”და აფასებს 3-4 მოსწავლეს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკების მიხედვით.
|
No comments:
Post a Comment